მასწავლებლის სახელი
და გვარი, პ/ნ - ლევან გიორგაძე 26001011220
საგანი - ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი
- დაწყებითი/VI
კლასი
გაკვეთილის თემა
- სვიმონ I
გაკვეთილის მიზანი
- მოკლევადიანი მიზნები - XVI საუკუნის ქართლის
სამეფოს ვითარების შესწავლა, ქართლის მეფის სიმონ პირველის ბრძოლა ოსმალო და ირანელი
დამპყრობლების წინააღმდეგ.
გრძელვადიანი მიზნები
- გავიგებთ და ისტორიის შესწავლის პროცესში გამოვიყენებთ ისტორიული პერსონაჟების მიერ
გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებების აუცილებლობის
შესახებ
საზ. მეც.V-VI.4.
მოსწავლეს შეუძლია განმარტოს
და გამოიყენოს ქრონოლოგიური ერთეულები (წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის
სისტემა (ძველი და ახალი ერა).
უფარდებს დროის ერთეულებს ერთმანეთს (მაგ. ათასწლეული-10
საუკუნე; საუკუნე -100 წელი და ა.შ.);
საზ. მეც.V-VI.7.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები,
რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
დროის სკალაზე აღნიშნავს, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ (ან ხუთ) ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს უძველესი დროიდან დღემდე და ახასიათებს მათ.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
|
გამოწვევის ფაზა
|
|||||
1
|
მისალმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებს.
„დღეს ჩვენ შევისწავლით ქართველ მეფეთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟის - სიმონ
პირველის ისტორიას. გავიგებთ, რა ვითარება იყო საქართველოში XVI საუკუნის
მეორე ნახევარში და ვის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლები ჩვენს წინაპრებს. გაკვეთილის
მსვლელობისას ვიმუშავებთ ინდივიდუალურად. თუ მოსწავლემ არასწორად/არასრულყოფილად
გასცა პასუხი შეკითხვას, ანდა უპასუხოდ დატოვა რომელიმე შეკითხვა, კლასი ვალდებულია
დაეხმაროს მას პასუხის დაზუსტებაში, ან სწორად წარმოთქმაში. აგრეთვე
მოგვიწევს ჯგუფებში მუშაობა და შემდეგი წესების დაცვა:
1.
ვმუშაობთ ჯგუფებში;
2. ჯგუფი უნდა მუშაობდეს
შეთანხმებულად;
3.ჯგუფი, რომლის წევრებიც
ვერ თანხმდებიან წყვეტს მუშაობას;
4.ჯგუფის
ყოველი წევრი უნდა ჩაერთოს საქმიანობაში და მათ თავად გადაინაწილონ ფუნქციები.
ჯგუფები შეიქმნება შემთხვევითობის პრინციპით.
აცნობს შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა
|
3 წთ.
|
2
|
A ფაზა: გამოწვევა. წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ცხრილს, რომელიც უნდა შეავსონ მოსწავლეებმა.
ცხრილის მიხედვით მოსწავლეებმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უნდა დაასახელონ და შესაბამის
გრაფაში ჩაწერონ მოვლენა, ადგილი სადაც მოვლენა მოხდა, თარიღი და მოვლენის გამომწვევი
მიზეზი. მოსწავლეები გაიხსენებენ ლუარსაბ პირველის მეფობის პერიოდს.
|
კითხვა-პასუხი
ცხრილებზე მუშაობა
|
საერთო საკლასო
|
ცხრილი
|
5
წთ.
|
შინაარსის რეალიზება
|
|||||
B ფაზა: სიღრმისეული
წვდომა.
მასწავლებელი კომპიუტერისა და
პროექტორის საშუალებით კლასს უჩვენებს დოკუმენტური ჟანრის ფილმს სიმონ I დიდი (საქართველოს ვიდეო ენციკლოპედია ლინკი
და სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით მოუსმინონ და ნახონ ვიდეო და სამუშაო რვეულებში
ჩაინიშნონ ფილმში გაჟღერებული თარიღები და
დაადგინონ რომელი საუკუნის რომელ ათწლეულში/ათწლეულებში მიმდინარეობს მოვლენები.
ჩაინიშნონ კონცეფციები, ცნებები/უცხო სიტყვები
ფილმის ნახვის
შემდეგ მასწავლებელი სტრატეგიის „3-2-1“ გამოყენებით მოსწავლეებს
აძლევს დავალებას, წერილობით უპასუხონ შეკითხვებს: 3 რამ, რამაც დამაინტერესა, 2
რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო, 1 რამ, რასაც გავაკრიტიკებდი/დავწერდი?
დამოუკიდებელი
სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევრების განხილვა მოხდება შერჩევითობის პრინციპით.
მასწავლებელი რამდენიმე მოსწავლეს სთხოვს
ნამუშევრის პრეზენტაციას
ბოლოს
მასწავლებელი მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდის
ფილმში მოყვანილი ორი ფაქტის შესახებ:
1. ესაუბრება დაუდ ხანის შესახებ;
2. ორ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკიანეებს შორის გადაჭიმული იმპერიის
შესახებ;
|
დემონსტრირება
სტრატეგა
3-2-1
პრეზენტაცია
მინი-ლექცია/
დემონსტრირება
|
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
/დამოუკიდებელი სამუშაო
ინდივიდუალური
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი, პროექტორი, რვეული.
რვეული
კომპიუტერი, პროექტორი
|
5
წუთი
5
წუთი
5
წუთი
3 წუთი
|
|
რეფლექსია
|
|||||
შეჯამებისათვის მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას ჯგუფებში.
კოგნიტური დიაგრამის „პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“ გამოყენებით ჯგუფებმა უნდა
გამოკვეთონ შესწავლილი თემის მთავარი პრობლემა, დაწერონ მიზეზები და პრობლემის გადაჭრის
გზები.
ჯგუფები გააკეთებენ
ნამუშევრების პრეზენტაციას. თითოეულ ჯგუფს მიეცემა 1 წუთი
მასწავლებელი
მოკლედ აჯამებს ჩატარებულ აქტივობებს და მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ
შეფასებას. (შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები)
მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას: მოიძიეთ/დაწერეთ ინფორმაცია იმ საკითხის/საკითხების
შესახებ, რაც გრაფაში „1 რამ, რასაც გავაკრიტიკე-ბდი
/დავწერდი?“ ჩაწერეს.
|
კოგნიტური დიაგრამა „პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“
ინსტრუქტაჟი
|
ჯგუფური
ჯგუფური
მთელ კლასთან
მთელ კლასთან
|
კოგნიტური დიაგრამა
შევსებული კოგნიტური დიაგრამა
შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა
სახელმძღვანელო, ინტერნეტი
|
10 წთ.
3 წუთი
5 წუთი
1 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოკლევადიანი მიზნები - XVI საუკუნის
ქართლის სამეფოს ვითარების შესწავლა, ქართლის მეფის სიმონ პირველის ბრძოლა ოსმალო და
ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ.
გრძელვადიანი მიზნები
- გავიგებთ და ისტორიის შესწავლის პროცესში გამოვიყენებთ ისტორიული პერსონაჟების მიერ
გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებების აუცილებლობის
შესახებ
მოსწავლეებს
გამოუმუშავდებათ წაკითხვის, გაანალიზების, ინტერპრეტაციის, შედარების, დასკვნის გაკეთების
უნარები.
No comments:
Post a Comment